11 აკრძალვა, რომლებიც ელისაბედ დედოფალმა მეგან მარკლს დაუწესა

11 აკრძალვა, რომლებიც ელისაბედ დედოფალმა მეგან მარკლს დაუწესა 11 აკრძალვა, რომლებიც ელისაბედ დედოფალმა მეგან მარკლს დაუწესაბრიტანეთის სამეფო ოჯახში მოხვედრის შემდეგ უბრალო კალიფორნიელი გოგონას, მეგან მარკლის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ამიერიდან მას მკაცრი სამეფო პროტოკოლის დაცვა მოუწევს, საიდანაც ზოგიერთი აკრძალვა საკმაოდ უცნაურია…
1. დეკოლტე და მინი კაბა
მეგანს მშვენიერი ფიგურა აქვს და საზოგადოებაში ღრმა დეკოლტეთი ან მინიკაბით გამოჩენას არასოდეს ერიდებოდა, თუმცა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა… სამეფო ოჯახისთვის მიუღებელია ღრმა დეკოლტე და კაბა, რომლის სიგრძე მუხლსზემოთ 5 სმ-ს აღემატება. კიდევ ერთი აკრძალვა წინდებს უკავშირდება – სამეფო ოჯახის წევრებისთვის წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში საზოგადოების წინაშე წინდების გარეშე გამოჩენა აკრძალულია.
11 აკრძალვა, რომლებიც ელისაბედ დედოფალმა მეგან მარკლს დაუწესა2. ფეხსაცმელი „ტანკეტკა“ ძირით
ელისაბედ მეორე საზოგადოების წინაშე „ტანკეტკა“ ძირიანი ფეხსაცმლით გამოჩენის კატეგორიულად წინააღმდეგია. ცნობილია, რომ ქეით მიდლტონს სამშობიაროდან გამოსვლის დღესაც კი წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. ამიერიდან მეგან მარკლისთვისაც იგივე აკრძალვა მოქმედებს.

3. სამგლოვიარო ტანსაცმლის გარეშე მოგზაურობა
ასეთი უცნაური წესი მას შემდეგ შემოიღეს, რაც ბრიტანეთის დედოფალს მამა გარდაეცვალა. როდესაც გეორგ VI-ის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ელისაბედი აფრიკაში, ექსპედიციით იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მის გარდერობში სიტუაციის შესაფერისი ტანსაცმელი არ მოიპოვებოდა, ამიტომ სასახლეში შეუფერებელი სამოსით გამოჩნდა. მას შემდეგ დედოფალს სამგლოვიარო ტანსაცმელი ნებისმიერ მოგზაურობაში თან დააქვს და სამეფო ოჯახის სხვა წევრებისგანაც იგივეს ითხოვს.

4. ფრჩხილის ფერადი ლაქი
სამი ათეული წელია, რაც ინგლისის დედოფალი მანიკიურისთვის კომპანია Essie-ს უფერო ლაქს იყენებს. სამეფო ოჯახში მკვეთრი და ფერადი ფრჩხილის ლაქების გამოყენება კატეგორიულად იკრძალება. მანიკიური მაქსიმალურად ბუნებრივი და თავშეკავებული უნდა იყოს.

5. ზღვის პროდუქტები
კვებითი ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად, ბრიტანელი მონარქების მენიუში ზღვის 11 აკრძალვა, რომლებიც ელისაბედ დედოფალმა მეგან მარკლს დაუწესაპროდუქტები არ შედის. ელისაბედი ამ წესს მკაცრად იცავს და სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრებისგანაც იგივეს ითხოვს.

6. სადილის გაგრძელება მას შემდეგ, რაც დედოფალი სუფრიდან ადგება
სამეფო ოჯახის ტრაპეზი დედოფლის სუფრიდან ადგომისთანავე მთავრდება. სამეფო ოჯახის ეტიკეტი მოითხოვს, რომ ოჯახის წევრებმა სუფრასთან იმდენივე ხანი დაჰყონ, რამდენიც დედოფალმა და საკვების მიღება მასთან ერთად  დაიწყონ და დაამთავრონ.

11 აკრძალვა, რომლებიც ელისაბედ დედოფალმა მეგან მარკლს დაუწესა7. ძილი
სამეფო რეზიდენციაში მყოფებს დაძინება მხოლოდ მას შემდეგ შეუძლიათ, რაც ელისაბედი თავის საძინებელში განმარტოვდება. დედოფალზე ადრე დაძინება სამეფო ოჯახის უპატივცემულობად ითვლება.

8. „მონოპოლია“ 
არავინ იცის, რატომ არ უყვართ ბრიტანელ მონარქებს ეს სამაგიდო თამაში, მაგრამ ცნობილია, რომ, როცა პრინც ენდრიუს „მონოპოლია“ აჩუქეს, საჩუქარზე უარი თქვა და ეს ოჯახური აკრძალვით ახსნა.

9. სელფი
მეგან მარკლი წარსულში მსახიობი, ამჟამად კი პრინცი ჰარის მეუღლე გახლავთ. ბუნებრივია, მასთან ფოტოს გადაღებაზე ბევრი ოცნებობს, თუმცა სამეფო ოჯახი თაყვანისმცემლებთან ფოტოების გადაღებას კრძალავს. მიზეზი მარტივია: არავის აქვს უფლება, სამეფო ოჯახის წევრებს ზურგი აქციოს – სამეფო ოჯახის წევრები და უბრალო მოკვდავები ერთმანეთს აუცილებლად თვალებში უნდა უყურებდნენ.

10. სოციალური ქსელები
ქორწინებამდე ნახევარი წლით ადრე მეგან მარკლმა ინსტაგრამში საკუთარი გვერდი გააუქმა. სამეფო ოჯახის წევრებს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ ოფიციალურ საიტზე შეუძლიათ.

დაინტერესდით.ჯი