ჰარვი ვაინშტეინი ნიუ-იორკის პოლიციას ჩაბარდა – ვიდეო

ჰარვი ვაინშტეინი ნიუ-იორკის პოლიციას ჩაბარდა - ვიდეორამდენიმე წუთის წინ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ჰარვი ვაინშტეინი ნიუ-იორკის პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდა.

ეს ნიუ იორკის დროით, დილის 8 საათისთვის მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის ბრალს მხოლოდ ერთი ეპიზოდით წაუყენებენ, რაც 25 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნიუ-იორკის პოლიციამ გამოძიება, შარშან ერთ-ერთი მსახიობის, ლუსი ევანსის სარჩელის საფუძველზე დაიწყო.

შეგახსენებთ, 2017 წლის 5 ოქტომბერს New York Times-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომელშიც საუბარი იყო პროდიუსერის მხრიდან სექსუალური ზეწოლის ფაქტებზე. გამოცემის ინფორმაციით ვაინშტაინი ათწლეულების განმავლობაში კარიერული წინსვლის დაპირებით, ქალებს სექსუალურად ავიწროებდა. ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა, როგორებიც არიან გვინეტ პელტროუ, ანჯელინა ჯოლი, უმა თურმანი, სელმა ჰაიეკი,ეშლი ჯადი, კეიტ ბეკინსეილი და სხვები.

იატალიელმა მსახიობმა, აზია არჯენტომ კანის კინოფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 1997 წელს ის ჰარვი ვაინშტაინმა გააუპატიურა.

საბოლოო ჯამში ვაინშტაინი 80-მდე ქალმა დაანადაშაულა სექსუალურ შევიწროებაში.

ამ სკანდალის გამო ვაინშტეინი The Weinstein Co–დან გაუშვეს და აშშ-ის კინოაკადემიიდან გააძევეს. განქორწინება მოითხოვა მისმა ცოლმაც, ინგლისელმა დიზაინერმა ჯორჯიანა ჩაპმანმა.

ვაინშტაინის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო დიდ ბრიტანეთშიც დაიწყო.

ნიუპოსტი