შოთა ლეგაშვილი: ,,მხოლოდ ქართულმა” ჩემი უარყოფითი მხარეები დამანახა”

შოთა ლეგაშვილი: ,,მხოლოდ ქართულმა" ჩემი უარყოფითი მხარეები დამანახა"პროექტ „მხოლოდ ქართულის“ მეხუთე „ლაივი“ შოთა ლეგაშვილმა დატოვა. მეხუთე ტურში პროექტის მონაწილეებმა თანამედროვე ქართული სიმღერები შეასრულეს, შოთამ გიგა აგლაძის „ლამაზი დღე“ იმღერა. წინა ტურთან განსხვავებით, ახლა ჟიურის წევრების კარგი შეფასებაც მიიღო, თუმცა მისმა გულშემატკივარმა არ იაქტიურა, რის გამოც კახეთის წარმომადგენელს პროექტის დატოვება მოუწია.

-პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ყველა თანამშრომელს, ორგანიზატორებიდან დაწყებული პედაგოგებით დამთავრებული დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ნიჭიერ ადამიანებს სწორ გზაზე აყენებენ. პროექტმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და ჩემი უარყოფითი მხარეები დამანახა, რასაც აუცილებლად გამოვასწორებ.

რაც შეეხება ჩემს კარიერას, მუსიკას არ შევეშვები – ჩავწერ ჩემს ვერსიებს, საკუთარ სიმღერებს და ვიფიქრებ პირადი ალბომის გამოშვებაზეც, – უთხრა შოთამ „სარკეს“.

მარი მგალობლიშვილი