“შენ ყველაზე კარგად გამიგებ” – გიორგი გაბუნიამ სოფო ნიჟარაძეს მიშა სააკაშვილის ხმით უმღერა – ვიდეო

"შენ ყველაზე კარგად გამიგებ" - გიორგი გაბუნიამ სოფო ნიჟარაძეს მიშა სააკაშვილის ხმით უმღერა - ვიდეო„მხოლოდ ქართულის“ 2000 წლის ჰიტების ტურზე გიორგი გაბუნია პაროდისტადაც წარმოგვიდგა.

ამ ტურიდან გავიხსენეთ როგორ მღეროდა წლების წინ „რუსთავი 2“-ის ყველაზე სკანდალური წამყვანი. „მე არა მხოლოდ ვმღერი ქართულად, ამ პროექტის შემდეგ ქართული სიმღერების ჩეემებურ ვერსიებსაც კი ვქმნიო”, აღნიშნა გიორგიმ პირდაპირ ეთერში. როცა სთხოვეს სიმღერების ვერსიები გაესაჯაროვებინა, სოფო ნიჟარაძეს მიმართა, შენ ყველაზე კარგად გამიგებო და მაგალითისთვის ერთ-ერთი წაიღიღინა. „მე ვარ ერთი ციდა, მე სიცილი მინდა…“ – და აქ საქართველოს ექსპრეზიდენტის ხმით გაიცინა.

ეს ხუმრობა უხერხული აღმოჩნდა სოფო ნიჟარაძისთვის. მორიდებით იცონოდნენ ჟიურის დარარჩენი წევრები. როგორც ჩანს, გაბუნია მალევე მიხვდა რომ მეგობარს აწყენინა, ხელი მოხვია, ჩაიხუტა და ლოყაზე აკოცა. გამოისყიდა თუ არა ერთი კოცნით დანაშაული, არავინ იცის. ფაქტი ერთია, რეკლამის შემდეგ ჟიურის ყველა წევრი ადგილზე იჯდა და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა შოუ.

"მხოლოდ ქართული"

"მხოლოდ ქართული"

Gepostet von Prime Time am Dienstag, 22. Mai 2018