სიმონ ნოზაძე: ,,მრავალშვილიან დედას ქართვლის დედის სტატუსი უნდა მივანიჭოთ”

სიმონ ნოზაძე: ,,მრავალშვილიან დედას ქართვლის დედის სტატუსი უნდა მივანიჭოთ"ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოში მრავალშვილიან დედებს ქართვლის დედის სტატუსი მიენიჭოთ.

როგორც ,,პირველ არხს” ნოზაძემ განუცხადა, ქართვლის დედის სტატუსი უნდა მიენიჭოს იმ დედას, რომელიც შვილებს ქართული ცნობიერებით გაზრდის და მისი არც ერთი შვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ იქნება მიცემული.

დეპუტატის მოსაზრებით, ქართვლის დედის სტატუსი შეიძლება ოთხი შვილის დედას მიენიჭოს.

-მრავალშვილიან დედას ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის და ასეთ ქალს, რომელი ეროვნებისაც  უნდა იყოს, ქართვლის დედის სტატუსი უნდა მიენიჭოს. როგორც ადრე იყო გმირი დედის სტატუსი, ეს სტატუსიც ისეთივე იქნება.

მხარს ვუჭერ, რომ ოჯახებს, რომლებსაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი მიენიჭოთ. დედა, რომელიც ქვეყანას მრავალ შვილს აღუზრდის და მისი არც ერთი შვილი ნასამართლევი არ იქნება, სტატუსით გამორჩეული უნდა იყოს, – განაცხადა ნოზაძემ.
 ,,პირველი არხი”