“სიკვდილი მტერს” და შავი პერანგები – ვინ აფინანსებს ქართველ ფაშისტებს

"სიკვდილი მტერს" და შავი პერანგები - ვინ აფინანსებს ქართველ ფაშისტებს“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” კვლევა და რუსული კავშირები – არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამონათვალში ის ორგანიზაციები მოხვდნენ, რომელთა აქტივობები შესაძლოა რუსეთიდან ფინანსდებოდეს.

მათ შორის არიან ქართული პატრიოტული ფრონტის მოძრაობები, მარშელები და ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მოქცეული ქართველი ფაშისტები, რომლებიც ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის სახელით გამოჩნდნენ.

დაჯგუფება სხვა მოძრაობებისგან რამდენიმე დეტალით გამოირჩევა, ესენია: შავი პერანგები, ნაცისტური სამკლავურები, შეძახილები – “სიკვდილი მტერს” და რაც მთავარია სახელი, რომლითაც თავი მოაქვთ – ფაშისტები.

მათი აქციები ჯერჯერობით ფართო არ არის. ქართველ ფაშისტებს გიორგი ჭელიძე ხელმძღვანელებს, რომელიც ამბობს, რომ მზად არის ქვეყანაში წესრიგი თავად დაამყაროს და ამისთვის სადამსჯელო რაზმებიც ჰყავს.

ქართველი ფაშისტების არსებობის შესახებ საზოგადოებამ 13 მაისს გაიგო, როდესაც  მოძრაობა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის „ჩვენი თავისუფლებისათვის“ მონაწილეების დარბევით იმუქრებოდნენ. კონტრაქციის წვერებსა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტებს შორის სამართალდამცავების კორდონი რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა, თუმცა საბოლოოდ სწორედ ფაშისტებისგან მომავალი საფრთხე გამოიყენა შს მინისტრმა მთავარ მიზეზად იმისთვის, რომ „ჩვენი თავისუფლებისათვის“ აქცია დაშლილიყო, შესაბამისად გაჩნდა ეჭვიც, რომ ქართველი ფაშისტები სუს-ის მიერ იმართება.

რუსთავი 2