როგორ დავალევინოთ ბავშვებს წამალი

როგორ დავალევინოთ ბავშვებს წამალისაბავშვო წამლების უმეტესობას სასიამოვნო გემო აქვს, მაგრამ პატარა ასაკის ბავშვებისთვის მათი დალევა ხანდახან პრობლემებთან მაინც არის დაკავშირებული. როგორ იმოქმედოთ, თუ თქვენს შვილს წამლის გემო არ მოსწონს?

. მზად იქონიეთ ბავშვის საყვარელი სასმელი, რათა წამლის გემო გააქროს. “მოქრთამვაც” სცადეთ, შეიძლება საყვარელი ტკბილეულის ან ჯილდოს მოლოდინით ბავშვმა მორჩილად გაგიღოთ პირი.

. უთხარით, ცხვირზე ხელი მოიჭიროს, რომ წამლის სუნი ვერ იგრძნოს.

. შედარებით მოზრდილ ბავშვს აუხსენით, რატომ უნდა დალიოს წამალი. თუ ეცოდინება, რომ წამალი უშველის, შეიძლება მისი დალევა არ გააპროტესტოს.

. თუ ბავშვს წამლის გემო არ მოსწონს, ენის ძირზე დაასხით, ასე გემო ნაკლებად იგრძნობა, რადგან გემოვნების რეცეპტორები ენის წვერზეა განლაგებული.

მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა, ჟურნალი სარკე