რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 28 მაისამდე – კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 28 მაისამდე - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი21 მაისს 17:15 წუთზე მზემ დატოვა კუროს ზოდიაქო და ტყუპების ნიშანში გადავიდა, რასაც  ვულოცავთ ყველა მზით ტყუპს. მათთვის ცხოვრების ახალი, 1 წლიანი ციკლი იწყება. მზე ტყუპებში მთელი 1 თვე მოძრავებს.

ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი საუბრობს.
ეს ძალზე კარგი პერიოდია ინტელექტუალური საქმეების განვითარებისათვის. გონება ძალიან გამახვილებულია, ინფორმაციის ათვისება ხდება ძალზე იოლად და სწრაფად. ბევრი რამ რისი ათვისებაც აქამდე რთულად გვეჩვენებოდა, ახლა მარტივად გასაგები ხდება. ამიტომ თუ რაიმე ტიპის სასწავლო პროცესში ჩართვას აპირებთ, სწორედ რომ შესაფერისი დრო იქნება საამისოდ. განსაკუთრებით კი თუ აღმავალ პერიოდსაც დაამთხვევთ. ანუ 28 რიცხვის ჩათვლით.
ამ პერიოდში მხოლოდ ტყუპებს როდი გაუმართლებთ, აღმასვლას იგრძნობენ ის ადამიანებიც, რომლებიც ჰაერის ან ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები არიან.
ეს ასევე მშვენიერი დროა ყველასთვის, ვინც მერკურიანული საქმიანობით არის დაკავებული. ანუ გამართლებები ელით მწერლებს, ჟურნალისტებს, იმ ადამიანებს ვინც კომერციაშია. აგრეთვე საშუამავლო ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს.
20-26 მაისის პერიოდში მერკური სექსტილშია ნეპტუნთან და ოპოზიციაში იუპიტერთან. ეს ასპექტები პიკს 23-ში აღწევენ.
მერკურისა და ნეპტუნის სექსტილი შემოქმედებითი პოტენციალის გახსნას უწყობს ხოლმე ხელს. აგრეთვე ინტუიციას გაამძაფრებს და შესანიშნავი მიგნებების გაკეთებაში დაგვეხმარება. თუმცა მეორეს მხრივ ცოტა არ იყოს გაფანტულობა და დაბნეულობაც შეუძლია რომ შემოიტანოს ჩვენში. მისი ”წყალობით”. შესაძლოა ჩვენი სიტყვები ვინმესთვის ცოტა ბუნდოვნად, გაურკვევლად ან ორაზროვნად ჟღერდეს. ასეთ დროს გვავიწყდება ხოლმე სად რა დავდეთ, კალამი, გასაღები, საბუთები. შესაძლოა გზებზე მცირე ორიენტაციის დაკარგვაც და ერთი შესახვევის მაგივრად მეორეში გადახვევა. თუმცა ვინაიდან ასპექტი ჰარმონიულია, ყველაფერი მალევე დგება ხოლმდე თავის კალაპოტში- გზასაც ვპოულობთ და ნივთებსაც მალევე აღმოვაჩენთ ხოლმე.
მეორეს მხრივ, როგორც ვახსენე ამავე დღეს მერკური ნეგატიურ ასპექტშია იუპიტერთან, ესეც გამოიწვევ ხელისშეშლას მგზავრობაში, ასევე დოკუმენტების გაფორმებაში, მითუმეტეს უცხოეთთან დაკავშირებულ საკითხებში, აგრეთვე კომუნიკაციაში, განსაკუთრებით და-ძმასთან ან მეზობლებთან. შესაძლოა მოლოდნელი დაუპატიჟებელი სტუმრის წვევა. ასევე არაა გამორიცხული არასასიამოვნო ამბის შეტყობა, ან სახელმწიფო ორგანოებთან დაპირისპირება. ოპოზიცია ყოველთვის რთული არჩევანის წინაშე გვაყენებს , ამიტომ ამისთანა დღეებში ჯობს, ჩვეული საქმიანობით დავკავდეთ და გრანდიოზული გეგმები მომავლისთვის გადავდოთ – ამბობს ასტროლოგი.

ნიუპოსტი