პოლიციამ აქციების რამდენიმე ათეული მონაწილე დააკავა

პოლიციამ აქციების რამდენიმე ათეული მონაწილე დააკავათბილისში დღეს სხვადასხვა ადგილას აქციების ათეულობით მონაწილეა დაკავებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ნაწილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ნაწილი გადაყვანილია გამოკითხვაზე.

-ნაწილი პირების დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით, ნაწილი გადაყვანილია გამოკითხვაზე, ვინაიდან მათ მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

თოლორაიას თქმით, შსს მობილიზებულია იმისთვის რომ აქციის მონაწილეების უფლებები და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს:

-შსს მობილიზებულია, რათა აქციის თითოეული მონაწილის უფლება დაცული იყოს. თანასწორობის მოძრაობის იმ წევრებთან, რომლებიც  დღეს აქ მოსვლას გეგმავენ, ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს. საფრთხე არ ემუქრება იმას, რომ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი, – განაცხადა თოლორაიამ.

ნიუპოსტი