მიხეილ რამიშვილი: ,,პარლამენტარები გვაბრუნებენ СССР-ში და გვიწესებენ ცენზურას”

მიხეილ რამიშვილი: ,,პარლამენტარები გვაბრუნებენ СССР-ში და გვიწესებენ ცენზურას"ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ეხმაურება პარლამეტის დეპუტატთა ინიციატივას ცენზურის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შესაძლოა მიანიჭონ უფლება, რომ განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.

,,კომუნისტების დროს მამაჩემის, ოთარ რამიშვილის სიმღერები აკრძალული იყო, ანუ კომუნისტური ცენზურა მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, მის სიმღერებს ხალხი მაინც უსმენდა და ეტრფოდა. სიმღერები, რომლებიც ძალიან ეწინაღმდეგებოდა კომუნისტურ იდეოლოგიას, დიქტატურას, კორუფციას, უსამართლობას და ა.შ. ალბათ ძალიან ბევრს ახსოვს სიმღერები, მენტებზე (ძაღლებზე), მთავრობაზე და მრავალი სხვა. ლექსები და სიმღერები ხალხს ახარებდა.

დღევანდელი პარლამენტარები, სამწუხაროდ, გვაბრუნებენ СССР – ში და გვიწესებენ ყველაფერთან ერთად ცენზურას. აქედან გამომდინარე, რადგანაც ცენზურა შემოდის, მე მამაჩემის ყველა იმ სიმღერას, რომლებიც დღევანდელ რეალობს ერთი-ერთში აღწერს, გავაცოცხლებ, შევასრულებ და ხალხს მოვასმენინებ, გავახსენებ დეპუტატებს და მთავრობას, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი!”- დაწერა მიხეილ რამიშვილმა.