მაიკო კაჭკაჭიშვილს ნაჩუქარი ბინა არ მისცეს – „ასე მარტივად არ გაუვათ“

მაიკო კაჭკაჭიშვილს ნაჩუქარი ბინა არ მისცეს - „ასე მარტივად არ გაუვათ“„მაპოვნინეთ ეს კომპანია და ოფისი, ნომრები შეცვალეს ვერსად მივაგენით….. ასე მარტივად არ გაუვათ ეს ამბავი“, – წერს კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში და აქვეყნებს მისალოც ბარათს, რომელიც ერთი წლის წინ მუსიკოსს მის შემოქმედებით საღამოზე კომპანიამ, „ბილდინგ სოლუშენ 111“ გადასცა.

მისალოც ბარათში დიდი ასოებით წერია, რომ მაიკოს ზემოთაღნიშნული კომპანია საჩუქრად ბინას გადასცემს. ერთი წლის წინ ყველას გვახსოვს ამ საჩუქრით აღფრთოვანებული მომღერალი.

მაშინ ჩვენ მაიკოს ეს ამბავი მივულოცეთ და კომენტარიც ვთხოვეთ.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

– აქამდე არანაირი კავშირი არ მქონია. ვიცნობ თეა აბაშმაძეს, რომელმაც ახლახან დაიწყო მუშაობა ამ კომპანიაში და ვფიქრობ თეასა და გუნდის ერთობლივი სურვილით გამიკეთეს ასეთი სიურპრიზი. მითხრეს, რომ თურმე ამას ვიმსახურებდი.

– სად მდებარეობს შენი ახალი ბინა და თუ არის უკვე იმ მდგომარეობაში, რომ ცხოვრება შეძლო?

– მოსკოვის პროსპექტზე მდებარეობს, გარემონტებულია და დეკემბრის ბოლოს ჩამაბარებენ, როგორც მითხრეს…“

როგორც აღმოჩნდა, კომპანიამ პირობა არ შეასრულა. კომპოზიტორი ჯერ-ჯერობით ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს.

პირველი