კახეთში შვილზე ძალადობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს

კახეთში შვილზე ძალადობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი და მისი მეუღლე დააკავეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 13 მაისს არასრულწლოვან შვილს მათსავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანი, სოციალური პროგრამის ფარგლებში, დროებითი მინდობისაღზრდის ოჯახს გადაეცემა.

პირველი არხი