იტალიაში გარდაცვლილი თეა ნიკოლეიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს – მისი ქალიშვილი იტალიის საპატიმროდან გამოუშვეს

იტალიაში გარდაცვლილი თეა ნიკოლეიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს - მისი ქალიშვილი იტალიის საპატიმროდან გამოუშვესიტალიაში გარდაცვლილი თეა ნიკოლეიშვილი დღეს საქართველოში ჩამოასვენეს.

ამის შესახებ ფეისბუქში ნინა რურუა წერს:

იტალიაში გარდაცვლილი თეა ნიკოლეიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს - მისი ქალიშვილი იტალიის საპატიმროდან გამოუშვესიტალიაში გარდაცვლილი ქალბატონის თეა ნიკოლეიშვილის ცხედარი დღეს ოჯახმა საქართველოში მიიღო. ასოციაციის სახელით სამძიმარს ვუცხადებ კიდევ ერთხელ გარდაცვლილის ოჯახს.
იტალიაში გარდაცვლილი თეა ნიკოლეიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს - მისი ქალიშვილი იტალიის საპატიმროდან გამოუშვესაქვე მინდა პასუხი გავცე იმ ადამიანებს რომელთა ინტერესი არ ცხრება და ისევ მიმდინარეობს ათასნაირი ინფორმაციის მცდარი ინტერპრეტაცია.
დაკავებული გოგონა გუშინ სასამართლოს გადაწყვეტილებით განთავისუფლებულ იქნა და საღამოს საათებში მან დატოვა საპატიმრო. მაგრამ იმის გამო, რომ იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება, გადაყვანილია სადეპორტოში, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლისთვის.
იტალიაში გარდაცვლილი თეა ნიკოლეიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს - მისი ქალიშვილი იტალიის საპატიმროდან გამოუშვესუბრალოდ თხოვნაა, ახლა მაინც შევიკავოთ თავი მცდარი ვერსიებისგან და ინფორმაციისგან.”

ნინა რურუამ იგულისხმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თეა ნიკოლეიშვილის შვილს იტალიაში მოხუცისთვის 60.000 ევროს მოპარვას ედავებოდნენ.

”ძალიან გთხოვთ, მსგავსი ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებისგან თავი შეიკავეთ ყველამ. მანამ სანამ გამოძიება არ დასრულდება არავინ არაფერი არ იცის. ნუ შემედავებით, რადგან მე ვარ ის, ვინც ამ საქმეში ჩართულია როგორც მედატორი და მაპატიეთ, მაგრამ ვინ გაწვდით მსგავს ინფრმაციას. საიდან ამტკიცებთ, რომ ასეა”, – დაწერა ნინა რურუამ რამდენიმე დღის წინ.