თავისუფლების მოედანთან ახალგაზრდების დაჭრის გამო 18 წლის ბიჭები დააკავეს

თავისუფლების მოედანთან ახალგაზრდების დაჭრის გამო 18 წლის ბიჭები დააკავესმეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი უკვე გახსნილია. სამართალდამცველებმა ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს თბილისში.

გამოძიების ინფორმაციით, მათ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 20 და 29 წლის ახალგაზრდებს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ამ დრომდე კლინიკაში რჩება დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი. გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობის გამო მას ოპერაცია დასჭირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მეორე დაშავებული კი უკვე გაწერეს.

რუსთავი 2, სარკენიუსს ფოტო მოაწოდა ირაკლი ვაჩიბერაძემ