გოგი გვახარია: ,,კინოში თამბაქოს ჩვენების აკრძალვა რა სისულელეა?.. ,,მშრალმა კანონმა” კინაღამ გადაიყოლა გორბაჩოვი”

გოგი გვახარია: ,,კინოში თამბაქოს ჩვენების აკრძალვა რა სისულელეა?.. ,,მშრალმა კანონმა" კინაღამ გადაიყოლა გორბაჩოვი"დღეიდან საჯარო სივრცეში თამბაქოს მოწევა იკრძალება. კინოკრიტიკოს გოგი გვახარიას ამ კანონმა ,,მშრალი კანონი” გაახსენა და ყველას შეახსენა, ეს რად დაუჯდა ცკ-ის გენერალურ მდივანს, გორბაჩოვს. კანონი კრძალავს ფილმებში თამბაქოს ჩვენებასაც. კინოკრიტიკოსმა ეს შემოქმედებით პროცესში უხეშ ჩარევად შეაფასა, რასაც არავის ურჩევს.

,,არ ვეწევი, მაგრამ დაჩაგრულთა მხარეზე ვარ. კინოში თამბაქოს ჩვენების აკრძალვა რა სისულელეა? ძველ ქართულ ფილმებს რას უპირებთ? გაგახსენებთ, რომ თავის დროზე ,,მშრალმა კანონმა” კინაღამ გადაიყოლა მიხეილ გორბაჩოვი. დაიმახსოვრეთ, შემოქმედებით პროცესში ჩარევა არის დანაშაული, რომლისთვისაც ყოველთვის, ყველა ეპოქაში მოეკითხებოდა ხოლმე ცენზორს.

ჰო… და ცენზურა არასდროს არაა ,,ბოროტი”. ის ყოველთვის და ყველგან იმით იმართლებს თავს, რომ ადამიანთა ზნეობის და ჯანმრთელობის დაცვისთვის არსებობს”, – წერს გოგი გვახარია.