ბოლო 24 საათში ნარკოტიკით 3 ახალგაზრდა გარდაიცვალა, 15 კლინიკაშია მოთავსებული

ბოლო 24 საათში ნარკოტიკით 3 ახალგაზრდა გარდაიცვალა, 15 კლინიკაშია მოთავსებულიახალი თაობის ნარკოტიკით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში 10-ს აღწევს. მათგან სამი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა. 15 ადამიანი კი კლინიკებშია მოთავსებული. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა წინასწარი ვერსიით, სამივე ახალგაზრდა ახალი თაობის ნარკოტიკმა ,,მეფედრონმა“ იმსხვერპლა.

ორი ახალგაზრდა – კახა კიკნაძე და ლევან კალნდაძე, დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ისინი გამთენიისას ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდნენ. მეგობრები ვარაუდობენ, რომ სწორედ იქ მიიღეს მათ დაუდგენელი ნივთიერება, ე.წ. აბაზანის მარილი.

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალი თაობის ნარკოტიკი “მეფედრონი” პირდაპირ გულის გაჩერებას იწვევს. ნარკოპოლიტიკის თემაზე მომუშავე არასამთავრობოები კი ამბობენ, რომ ბოლომდე ექიმებმაც არ იციან, როგორ უნდა გამოიყვანონ აბაზანის მარილით კომაში ჩავარდნილი ადამიანები მდგომარეობიდან.

ნიუპოსტი