ბავშვი ქალთევზას სინდრომით დაიბადა

ბავშვი ქალთევზას სინდრომით დაიბადაინდოეთში, ე.წ. ქალთევზას სინდრომით დაიბადა ბავშვი, რომლის სქესის დადგენაც ექიმებმა ვერ შეძლეს.

ბიჭი დაბადებიდან 15 წუთში დაიღუპა. 25 წლის დისკშა კამბლემ ბავშვი 21 მაისს გააჩინა მაჰარაშტრაში. მან ბიოლოგიურად იმშობიარა. ბავშვს ფეხები გაერთიანებული ჰქონდა და შეუძლებელი იყო მისი სქესის დადგენა. ფეხების გარდა, ბავშვს შიდა ანომალიებიც ჰქონდა, როგორიცაა თირკმლისა და ფილტვების დეფორმაცია. დისკშასა და მის ქმარს ერთი გოგონა ჰყავთ.

ნიუპოსტი