”ამ სამოთხის გარეშე სიცოცხლე აღარ შემიძლია” – “მის ირანი 2015” თბილისში ცხოვრობს და თავისი ბიზნესი აქვს

”ამ სამოთხის გარეშე სიცოცხლე აღარ შემიძლია” - "მის ირანი 2015" თბილისში ცხოვრობს და თავისი ბიზნესი აქვსმინა ჯეი ირანელი მოდელია, რომელმაც 2015 წელს ინდოეთში გამართულ სილამაზის კონკურსზე “მის ფოტოგენურობის” ტიტული მოიპოვა. იგი მრავალ სააგენტოებთან თანამშრომლობს, გამოდის ჩვენებებზე და სხვადასხვა სარეკლამო ჟურნალებში ჩნდება. მისი დიზაინით იტალიელი იუველირები სამკაულებსა და აქსესუარებს ამზადებენ. მინამ თბილისში სასტუმრო გახსნა და მომავალში საკუთარი სამკაულების გამოფენასაც გეგმავს.

– მე ისპაჰანში დავიბადე, უნივერსიტეტში მიკრობიოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, ბაკალავრის ხარისხი მაქვს. გარდა ძირითადი პროფესიისა, დაკავებული ვარ დიზაინერობით, მე საკუთარი ხაზიც მაქვს – იტალიელ იუველირებთან ვთანამშრომლობ, და სამოდელო ბიზნესით – ეს ხომ ასეთი საინტერესო სფეროა. სწავლის დამთავრების შემდეგ ჩემს ძმასთან, დუბაიში გადავედი.

დუბაიში ყოფნისას გავიგე, რომ სილამაზის კონკურსის ორგანიზატორები “მის ირანს” ეძებდნენ. გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო. რეგისტრაცია და გასაუბრება გავიარე. მერე 2 თვით ისევ ირანში დავბრუნდი, კონკურსის არსებობაც კი დამავიწყდა და მოულოდნელად გავიგე, რომ მე ამირჩიეს. ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ქვეყნის სახელით გამოვდიოდი. სულ 11 გოგონა ვიყავით. “მის ფოტოგენურობის” ტიტულის მოპოვების შემდეგ დუბაიში უკვე პოპულარული გავხდი და ბევრი შემოთავაზებები მქონდა. ჩემი ცხოვრება შეიცვალა.

გარდა სამოდელო ბიზნესისა, თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა საკუთარი ნამუშევრების ბრენდი შემექმნა. “მის აზიას” კონკურსმა ეს ოცნება რეალობად აქცია. უკვე მქონდა ეს ნაკეთობები გამოფენილი აბუ-დაბიში. ამჯერად ახალ კოლექციას ვამზადებთ და საქართველოში მალე ჩამოვიტან, – აცხადებს მოდელი.

პირველად მინა თბილისში დაახლოებით ერთი წლის წინ ჩამოვიდა, როგორც ტურისტი. მისი თქმით, მას ქალაქი და ქვეყანა ერთი ნახვით შეუყვარდა. დუბაიში დაბრუნების შემდეგ იგი იმდენს საუბრობდა საქართველოზე, რომ მისი მონახულება მინას მეგობრებმაც გადაწყვიტეს

”ამ სამოთხის გარეშე სიცოცხლე აღარ შემიძლია” - "მის ირანი 2015" თბილისში ცხოვრობს და თავისი ბიზნესი აქვს– ეს პატარა სამოთხეა, დედა, მე და ჩემი ბიძაშვილი ფაზელი ჩამოვედით საქართველოში. მე და ფაზელს ამ ქალაქის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოგვიდგენია. ჩვენ აქ ერთად ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ვიცი რომ საქართველოს უმდიდრესი ისტორია და კულტურა აქვს, მომწონს ქართველები – რელიგიური ხალხია, თბილი, სიყვარული შეუძლიათ, ოჯახის ინსტიტუტს სცემენ პატივს. აღფრთოვანებული ვარ “ქართლის დედის მონუმენტით, როდესაც ახლოს ვარ ყოველთვის მას ვუყურებ. ვიყავი წმ. სამების ტაძარში შესანიშნავი კომპლექსია. მცხეთამ საერთოდ კოლოსალური შთაბეჭდილება მოახდინა.

ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. ჩემი ოცნება ახდა, აქ ვარ და ვცდილობ ჩემი საქმე ვაკეთო, ბედნიერი ვარ რომ ჩემი ცხოვრება ასე მოეწყო, – ამბობს მინა.

მინას თბილისში საკუთარი სასტუმრო აქვს, ხოლო მისი პირველი სტუმარი ინგლისელი რობერტი იყო, რომელმაც სასტუმროში 4 დღე გაატარა.

– თუ რაიმეს გაკეთბა გსურს და ამ საქმეში მთელ სულს ჩადებ, ოცნებები ახდება. და კიდევ… რაც არ უნდა მოხდეს – გაიღიმეთ, – გვირჩევს მინა.

ნიუპოსტი, სტატიაში გამოყებულია Sputnik Georgia-ს სტატია და ფოტოგრაფ ლევან ავლაბრელის ფოტოები