ხადორის ხეობაში დაღუპული მამაკაცი მსოფლიოს ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა

მაშველებმა ახმეტაში, ხადორის ხეობაში, ხევში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი დღეს ამოიყვანეს. გარდაცვლილი პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა. მისი გარდაცვალების ფაქტი Ambebi.ge-ს სპორტსმენის მეგობარმა დაუდასტურა.
ტყემალაძე ამერიკაში ცხოვრობდა და თბილისში ხშირად ჩამოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას კლდიდან ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი მუშაობდა.

1991 წელს დაბადებული გიგა ტყემალაძე პროფესიულ პანკრატიონში საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია. 2009 წელს მან მსოფლიოს თასი მოიგო, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ყველაზე წარმატებული პერიოდი გიგა ტყემალაძეს 2013 წელს ჰქონდა, იტალიური კლუბის და საქართველოს სახელით ქართველმა მებრძოლმა საერთაშორისო ტურნირი ერთხელ, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატი გრაფლინგსა და შერეულ ორთაბრძოლებში ორჯერ მოიგო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018