ჩინეთში ქალებს ტერფებს უმტვრევდნენ, რომ მამაკაცისთვის ვერასოდეს ეღალატათ

ქეთევან ენუქიძე ფეისბუქში ჩინელების ერთ ტრადიციაზე წერს, რომელიც ქალებს ცხოვრებას უმახინჯებდა და შრომისუუნაროებს ხდიდა. ეს კი მხოლოდ მამაკაცების სიმშვიდისთვის კეთდებოდა, ასე ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ქალები მათ ვერასოდეს უღალატებდნენ.

,,ჩინეთში მრავალი ლეგენდა არსებობს ამ ტრადიციის შესახებ. ერთ-ერთის მიხედვით, რომელიღაც უფლისწულმა თავისი მიჯნურისთვის მოიგონა ბალეტის მსგავსი ცეკვა, სახელწოდებით, “თითების ცეკვა”. ამ ცეკვის შესასრულებლად საჭირო იყო ტერფის შეკვრა… ეს ლეგენდაა.
სინამდვილე კი უფრო მკაცრია:
დამახინჯებული ტერფის იდეალური ზომა იყო 7.5 სმ. ოპერაციის ყველაზე ხელსაყრელ დროდ შემოდგომა იყო მიჩნეული. ჩინელი დედების რწმენით, 5-6 წლის ბავშვის ადვილად მსხვრევადი ძვლები იოლად გადაიტანდა ტკივილებს სიცივეში…
მიუხედავად იმისა, რომ ეს საშინელი ტრადიცია არა ერთხელ აიკრძალა, ჩინეთის რევოლუციამდე ვერ აღმოფხვრეს.
ჩინეთში თვლიდნენ, რომ გოგონა “შეკრული ტერფით” უფრო მომხიბვლელი იყო. ასეთი ქალები “ოჯახიშვილებად” ითვლებოდნენ.
ასეთი ქალი დამოუკიდებლად ვერ ან ძალიან დიდი გაჭირვებით გადაადგილდებოდა. ოჯახში საქმიანობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომ ქალი, დამტვრეული ტერფებით, ფუფუნებაში ცხოვრების გამოხატულება იყო.
სინამდვილეში ამის მიზეზად კაცების ქალებისადმი უნდობლობას მიიჩნევენ.
დინასტიის მამამთავრებს გარანტია უნდა ჰქონოდათ, რომ შვილი, რომელსაც ქალი აჩენდა, ნამდვილად მათი იყო.
ქალი, რომელიც დახმარების გარეშე ვერ დადიოდა, მათი ჭკუით, ღალატს ვერ გაბედავდა”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018