„სტუდია მონიტორმა“ პალიტრამედიასთან მიმართებაში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ოფიციალურად უარყო

„სტუდია მონიტორმა“ 1-ელ მაისს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ფაროსანას წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის წარმოებისთვის, მედია ჰოლდინგ “პალიტრაში” შემავალმა კომპანია შპს “ედლაინმა” ტენდერში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა.
სტუდია „მონიტორი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათ მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში შესწორება შეიტანეს.

„ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 3 დღის შემდეგ, შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ტენდერში შპს “ედლაინს” კონკურენტი ჰყავდა, რის გამოც ამ მასალაში შესაბამისი შესწორება შევიდა“, – ნათქვამია სტუდია „მონიტორის“ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018