სამი შვილის დედამ მდინარე გადალახა, ათენში ჩააღწია და იქ გულით გარდაიცვალა

35 წლის ქალი, რომელიც საკუთარი ქვეყნიდან გაჭირვებას და დევნას გამოექცა, სამ შვილთან ერთად 6 საათი ფეხით იარა, მდინარე ევროსი გადმოლახა, ათენში ჩამოაღწია და თავშესაფარი მიიღო, გულის შეტევით 28 აპრილს გარდაიცვალა.

თურქი ესმა ულუდაღი იზმირში საჯარო სამსახურში მუშაობდა, თუმცა, 2016 წელს, პოლიტიკური მიზეზებით დაითხოვეს. თურქეთის დატოვება მოუწია მის 38 წლის ქმარსაც, რადგან მასზე გაცემული იყო დაპატიმრების ორდერი. ეს ყველაფერიც ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირდებოდა. მამაკაცი ჯერ საბერძნეთში უნდა ჩასულიყო, ხოლო შემდეგ გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით აპირებდა გადასვლას.

გერმანიაში თავშესაფრის თხოვნა წარმატებული აღმოჩნდა და მისმა ცოლმაც საბერძნეთში გადასვლა გადაწყვიტა, რისთვისაც მან სამ შვილთან, 3, 7 და 10 წლის ბავშვებთან ერთად, 6 თვის წინ მდინარე ევროსი გადმოკვეთა.

ქალს უმცროსი შვილი ზურგზე ჰყავდა მოკიდებული და 6 საათის მანძილზე ფეხით იარეს. ბავშვებს საშინელ სიცივეში მოუწიათ სიარული. ოთხივე მათგანმა საბერძნეთში ჩამოაღწია, თავშესაფარი მიიღო და ოჯახის გაერთიანებას ელოდნენ, როდესაც უეცრად 35 წლის ესმას გულის შეტევა დაემართა.

28 აპრილს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გამოძახებული სასწრაფო 40 წუთის დაგვიანებით მივიდა.

ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, სამი ბავშვი დედის გარეშე დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ცხედარს უკან, თურქეთში გადაასვენებენ.

გეორგიანს.გრ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018