“მე მარიაკი ვარ და ვიცი, რამდენი ქართველია ნიგერიაში. რატომ თქვენ არ აფასებთ ნიგერიელებს?!” – რას ყვება უგანი ჩი – ვიდეო

პროფესიით პედაგოგი უგანი ჩი 20 წელია საქართველოში ცხოვრობს და ქართულადაც საუბრობს. ის გადაცემა ,,პრაიმშოუს” სტუმარი გახლდათ, სადაც დისკრიმინაციაზე ილაპარაკა.

მან გადაცემაში საზოგადოებას მიმართა:

– რაშია საქმე? ცოტა სიმართლე მწარეა! რა პრეტენზია გაქვთ, თქვენ ქართველებს? მაგალითად, იყო ჩხუბი, ქალაქის მერიამ შესთავაზა თამაში. ესე არ არის მოგვარება, სად არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სად არის კანონი!

მე მარიაკი ვარ და ვიცი, რამდენი ქართველია ნიგერიაში. რატომ თქვენ არ აფასებთ ნიგერიელებს?!

ძალა ერთობაშია, ნათქვამი აქვს სულხან-საბა ორბელიანს. საერთოდ ვიყენებთ ამას? მე 20 წელია საქართველოში ვარ… რატომ არავინ თამაშობს ნაკრებში ერთი ფერადკანიანი?..

დისკრიმინაცია არსებობს, გურული ვერ იტანს მეგრელს, მეგრელი ვერ იტანს სამტრედიელს, თბილისელი ვერ იტანს აჭარელს…

აი უბრალოდ თქვენ განსაჯეთ ვინაა რასისტი

აი უბრალოდ ეს რა არის??????

Gepostet von Antiliberal Channel am Mittwoch, 2. Mai 2018

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018