ირმა ინაშვილი ,,კომედი შოუს”: ,,ისე მაინც მიკბინეთ, რომ ვინმეს მართლა გაეცინოს”

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ტელეკომპანია ,,იმედის” სცენარისტებს ფეისბუქით მიმართავს.

,,იმედის” კომედიური შოუს სცენარისტებს ვწერ: ,,თქვენი აზროვნებით ბოლშევიკები ხართო, ასე მიმართა უმრავლესობას რუსეთიდან ახალდაბრუნებულმა ირმა ინაშვილმა”, ბრძანა თქვენმა წამყვანმა.

ვადასტურებ, რომ კობახიძე-მდინარაძის ჯგუფს ბოლშევიკური აზროვნება აქვს, მაგრამ პრეტენზია მეორე ნაწილთან მაქვს. თქვენთვის არავის უსწავლებია, რომ (თუნდაც იუმორისტულ გადაცემაში) არასწორი ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტური სტანდარტის უხეში დარღვევაა?

მრავალი წელია არ ვყოფილვარ რუსეთში, თქვენ კი ამბობთ, რომ იქიდან ახლახან დავბრუნდი. შეცდომაში შეგყავთ მაყურებელი, რატომ? ვინ გავალებთ ასეთი იაფფასიანი ტყუილის ტირაჟირებას?

კარგი იუმორის გრძნობა მაქვს, მაგრამ თქვენი გადაცემა აშკარად იუმორს მიღმაა. არასასურველი პოლიტიკოსების კბენა რომ დაგავალეს, – ეს ფაქტია, მაგრამ, დალოცვილებო, ისე მაინც მიკბინეთ, რომ ამ მოწყენილ ქვეყანაში ვინმეს მართლა გულიანად გაეცინოს და ეს პოლიტიკური დაკვეთა შუბლზე არ გეწეროთ…

P.S. ისე, ცნობისთვის. ახლახან ბრიუსელიდან დავბრუნდი, როცა რუსეთში წავალ, არ დაგზარდებით, ამ ვიზიტზეც ღიად და საჯაროდ მოგიყვებით.

იუმორისტული შოუს მომზადებას მაღალი გემოვნება და კულტურა სჭირდება. ერთშიც გარღვევა გაქვთ და მეორეშიც“, – წერს ირმა ინაშვილი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018