თაკო ჩარკვიანი: ,, მთავრობავ, შედი ბუტკაში”

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქით ეხმაურება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის  პარლამენტში გამოსვლას და მთავრობის წევრებს მოუწოდებს, პრეზიდენტის ინსტიტუს პატივი სცენ.

,,პრეზიდენტი პარლამენტშია – მთავრობა არ არის დარბაზში. მთავრობა, რომელიც არ ასრულებს ხალხის დაკვეთას, საკანონმდებლო ორგანო, მთავრობა, რომელიც ხალხის მიერ არის დაქირავებული, დაკავებულია დაპირისპირებით და არა კონსოლიდაციით, ის მთავრობა უვარგისია, რას ნიშნავს არ მოგწონთ პრეზიდენტი- დავუშვათ, არ მოგწონთ პრეზიდენტი, მერე რა? ეს  არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ დარბაზში არ ისხდეთ და არ მოუსმინოთ მას. ეს სახელმწიფოერბრივი ვალდებულებაა, პატივი უნდა სცეთ სახელმწიფო ინსტიტუციას – მთავრობავ!

ეს საბავშვო ბაღი არ არის- ეს საკანონმდებლო ორგანოა – ხალხი გიყურებთ, უყურებს თქვენს უმსგავსობას და თქვენს თამაშს და კუთხეში დგომას ,,პედაგოგ- აღმზრდელის” თითის დაქნევის მოლოდინში. ,,მთავრობავ”, შედით დარბაზში, ანუ როგორც მავანი იტყოდა,  ქალო, შედი ბუტკაში”, – წერს თაკო ჩარკვიანი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018