თაზო სოზაშვილი: ,,თქვენ ვერასდროს გაიგებთ, რად მიჯდება აქ დგომა”

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.  ლგბტ აქტივისტებმა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს ჰკითხეს, რატომ გადაიფიქრეს 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლოს საერთაშორისო დღის აღნიშვნა.

-მე დღეს ვერ ჩავდივარ ჩემი მშობლების, დედის, ბებიის სანახავად. აი, ამით განვსხვავდებით მე და თქვენ.

12 წელი ვიყავი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი, დღემდე მძულს სკოლაში ფეხის მიდგმა, იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველი დღე იყო საშინელი, ყოველი დღე სიკვდილისკენ მიმავალი იყო.

დღეს კახეთში ჩემს მშობლებთან არ შემიძლია მისვლა, იმიტომ, რომ საფრთხისშემცველია, ეს არის განსხვავება ჩემსა და თქვენ შორის.

თქვენ ვერასოდეს გაიგებთ ამას, ვერასდროს გაიგებთ იმას, რად მიჯდება აქ დგომა და ამაზე  საუბარი, რადგან ძალიან დიდი პრობლემები შემექმნება ამის გამო და ამას ვერასდროს გაიგებთ, იმიტომ, რომ თქვენ ხართ თეთრი, ჰეტეროსექსუალი ადამიანები, რომლებსაც ეს პრივილეგია გაქვთ სულით ხორცამდე. მეზიზღებით! – განაცხადა ,,თანასწორობის მოძრაობის” აქტივისტმა თაზო სოზაშვილმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018