,,ვაიმე, რა ცუდად ვარო, თქვა და ჩაიკეცა” – თბილისში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ორი ახალგაზრდა დაჭრეს. სამართალდამცავები ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე არიან მობილიზებულები.

კურიერის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაჭრილს ცივი იარაღით ჭრილობები, სავარაუდოდ, თანატოლმა მიაყენა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

სავარაუდოდ, ერთ-ერთი გულმკერდის არეშია დაჭრილი.

-ვაიმე, რა ცუდად ვარო, თქვა და ჩაიკეცა, – ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

ამ ეტაპზე იმ პირის ვინაობა, ვინც ორი ახალგაზრდა დაჭრა, უცნობია.
,,მიმდინარე წლის 1 მაისს თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა 1989 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და 1998 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ორივე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს”,- წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავი 2, სარკენიუსს ფოტო მოაწოდა ირაკლი ვაჩიბერაძემ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018