დოდო დევიძე: ,,სიკვდილს გადავრჩი, საქართველოდან ტელეფონის ზარმა გადამარჩინა”

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, დოდო დევიძე სატელეფონო ზარმა სიკვდილს გადაარჩინა. აბაზანიდან გავიდა, რომ ტელეფონისთვის ეპასუხა და ზუსტად ამ დროს ჭერი ჩამოინგრა. ამის შესახებ ის ფეისბუქში წერს და ამბობს, ამ დღეებში ვინც ილოცეთ, ჩემთვის გილოციათო.
,,სიკვდილს გადავრჩი. 5 წუთის წინ აქ ვიდექი. მთელი ჭერი ჩამოინგრა. ამ დღეებში ვინც ილოცეთ, ჩემთვის გილოციათ.

სასწაული მოხდა. აბაზანაში ვიყავი. რეკავს ტელეფონი. არ გამოვდივარ. ვფიქრობ, მერე გადავურეკავ-თქო. არ გაჩერდა. ჩვეულებრივად, როცა არ პასუხობ, ხუთი ზარის შემდეგ ჩერდება. ვიფიქრე, საქართველოდანაა ალბათ-მეთქი და გამოვედი.

ვუპასუხე, გრძელი ნომერი იყო. საქართველოდან ალბათ. არავინ მეხმიანება. ის იყო, უკან უნდა შევსულიყავი და მოზვავდა საშინელი ხმაურით. ეს რა იყო, არ ვიცი. მერე მეორედ კიდევ სულ მთლიანად ჩამოინგრა. რა ძალამ გადამარჩინა, ვერ ვხვდები. ბეწვზე ვარ გადარჩენილი”- წერს ფეისბუქში ქალბატონი დოდო. მას ფეისბუქმეგობრები გადარჩენას ულოცავენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018