თბილისში ფერადკანიანი სტუდენტები ხელკეტებით სცემეს

თბილისში ფერადკანიანი სტუდენტები ხელკეტებით სცემესთბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ფერადკანიანი სტუდენტები სცემეს. იქ მდებარე სტადიონზე რამდენიმე უცხოელი ახალგაზრდა ფეხბურთს თამაშობდა. მათ ხელკეტებით შეიარაღებული  მამაკაცები დაესხნენ თავს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიიდან გააძევეს.

ეს ფაქტი ერთ-ერთმა ფერადკანიანმა სტუდენტმა გადაიღო. დაზარალებულების თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო მათ პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, მათივე მტკიცებით, სამართალდამცველებმა „მომხდარის დავიწყება ურჩიეს“. ინციდენტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.

-ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ და აქ მყოფმა ადამიანებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და გააგდეს. ჩემს მეგობრებს ჩხუბი არ უნდოდათ. როდესაც სახლიდან ჩამოვედი, მეც მიყვიროდნენ , მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და გზა გავაგრძელე, – ამბობს ივზი ზაქაია.

ფერადკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

რუსთავი 2