სკოლის მოსწავლეებმა 20 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს – თბილისში 24-ე სკოლასთან დაპირისპირება მოხდა

სკოლის მოსწავლეებმა 20 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს - თბილისში 24-ე სკოლასთან დაპირისპირება მოხდათბილისში 24-ე საჯარო სკოლასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლს ახალგაზრდამ მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს, რომლებიც სკოლასთან სიგარეტს ეწეოდნენ, შენიშვნა მისცა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. როგორც “ნიუპოსტს” თვითმხილველები უყვებიან, მომხდარში ცივი იარაღი ფიგურირებს, თუმცა არასრულწლოვნებმა მისი გამოყენება ვერ მოასწრეს.

მოზარდების დანებით იყვნენ შეიარაღებულები, ამასთან, როგორც ირკვევა, ე.წ. ნაჯახი გამოიყენა დაზარალებულის ცოლმა, რომელიც დაპირისპრებაში ამ ფორმით ჩაერთო.

სკოლის მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირების შესახებ შეტყობინება 112-ში შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები გამოცხადნენ.

ამ წუთებში პოლიციას ინციდენტის მონაწილე პირები გამოკითხვაზე გადაჰყავს.

თვითმხილველთა თქმით, მამაკაცს მრავლობითი სილურჯეები და თვალის არეში ძლიერი ტრავმა აღენიშნება.

ნიუპოსტი