შუპეტ ლაგერფილდი – კატა, რომელიც თავისი შრომით მილიონებს გამოიმუშავებს

შუპეტ ლაგერფილდი - კატა, რომელიც თავისი შრომით მილიონებს გამოიმუშავებსმოდის სახლ ,,შანელის” კრეატიული დირექტორის,  კარლ ლაგერფილდის კატა, შუპეტ ლაგერფილდი, ყველაზე მდიდარი ფისოა  მთელ მსოფილოში.

თავდაპირველად შუპეტი იყო ფრანგი მოდელის, ბატისტ ჯიაბიკონის კატა, რომელიც 2011 წლის შობას მან ლაგერფილდს აჩუქა.

შუპეტის ალბათ ბევრ ადამიანს შეშურდება, რადგან  ბევრისთვის საოცნებო თანხას გამოიმუშავებს. წელიწადში მან 2.18 მილიონ გირვანქა სტერლინგი მიიღო და ეს თანხა მან მხოლოდ და მხოლოდ ორი სარეკლამო ფოტოსესიიდან მიიღო.

ლაგერფილდი მას ფუფუნებაში აცხოვრებს. შუპეტს ჰყავს რამდენიმე ძიძა და როდესაც კარლს დიდი ხნით უწევს სახლის დატოვება, ძიძები მასზე ყოველ დღიურად აწვდიან  იმფორმაციას შუპეტის ჯამრთელობასთან დაკავშირებით.

შუპეტი ინსტაგრამის და ტვიტერის ყოველდღიური მომხმარებელია და გამომწერების ნაკლებობასაც არ უჩივის.