„შენ უნდა დაისაჯო არამარტო პროკურატურით, შენ სხვანაირად უნდა დაისაჯო“ – ბორის კაკუბავა ზვიად კუპრავას ემუქრება

„შენ უნდა დაისაჯო არამარტო პროკურატურით, შენ სხვანაირად უნდა დაისაჯო“ - ბორის კაკუბავა ზვიად კუპრავას ემუქრება,,სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას მტკიცებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ყოფილი პროკურორი, მირზა სუბელიანი სამართალდამცველებს აშანტაჟებს.

როგორც ცნობილია, სუბელიანის შვილი მოზარდებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა. კუპრავა ამბობს, რომ ყოფილი პროკურორი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებს ფლობს და შვილის დასაცავად სამართალდამცველებს ამ კადრების გამოქვეყნებით აშანტაჟებს.

კუპრავას თქმით, მას პირადად ჰქონდა სუბელიანთან მოლაპარაკება კადრების გასაჯაროების შესახებ.

გუშინ კი კუპრავას სუბელიანის სიმამარი, პარლამენტის ყოფილი წევრი ბორის კაკუბავა დაუკავშირდა და დაემუქრა.

„მე შენ გითხარი, მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანა როგორ შეიძლება… შენ არა ხარ, ბიჭო, ის დონე, რომ მირზას ელაპარაკო, შენ ვინ გავალებს ამას? მირზას რომ მოუნდეს ვინმესთვის რამეს გადაცემა, ვერ მონახავს შენს ხალხს? შენ ვინა ხარ?

მე ვთვლი შენ უნდა დაისაჯო არამარტო პროკურატურით, შენ სხვანაირადაც უნდა დაისაჯო, გახსოვდეს, რომ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობა გეკისრება,  ისიც უნდა იცოდე, შენი ადგილი სად არის“, – ამბობს კაკუბავა სატელეფონო ჩანაწერში.

რუსთავი 2