რიჩარდ გირი ქორწილს ბუდისტური ტრადიციებით გადაიხდის – ვინ არის სექს-სიმბოლოს რჩეული

რიჩარდ გირი ქორწილს ბუდისტური ტრადიციებით გადაიხდის – ვინ არის სექს-სიმბოლოს რჩეული68 წლის ამერიკელი მსახიობი და ჰოლივუდის სექს-სიმბოლო, რიჩარდ გირი, მესამედ ქორწინდება. მისი რჩეული ესპანელი ჟურნალისტი, 34 წლის ალეჰანდრა სილვაა.

მსახიობი უკვე 4 წელია, რაც ჟურნალისტს ხვდება. დასავლური წყაროს ინფორმაციით, ჟურნალისტმა, ერთი თვის წინ საკუთარი ნივთები რიჩარდი სახლში გადაიტანა. ამ ეტაპზე  წყვილი ქორწილის ცერემონიას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ, 4 მაისს ნიუ-იორკში გაიმართება.

ალეჰანდრას და რიჩარდს შორის სასიყვარულო ურთიერთობები 2014 წლიდან დაიწყო, როცა მსახიობი მეორე ცოლს, ქერი ლოუელს გაეყარა. წყვილი ურთიერთობას  ოფიციალურად არ ასაჯაროებდა, მხოლოდ 2015 წელს გამოჩნდნენ ერთად ტაორმინაში გამართულ კინოფესტივალზე. ამ ეტაპზე კი ჟურნალისტი,ყველა ღონისძიებაზე მსახიობთან ერთად ჩნდება.

გირი აცხადებს, რომ მას სურვილი აქვს, ქორწილის ცერემონია ბუდისტური ტრადიციების  დაცვით შედგეს, რადგან მსახიობი დიდი ხანია მისი მიმდევარია.

ჟურნალისტისთვის ეს ქორწინება პირველი არ არის –  საფეხბურთო კლუბის, ,,მადრიდის რეალის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ქალიშვილი, ალეჰანდრა, 2013 წლამდე ამერიკელი მაგნატის, რობერტ ფრიდლანდის მეუღლე იყო, რომელთანაც ჰყავს ვაჟი – ჰოვარდი.

შეგახსენებთ, რომ რიჩარდ გირის პირველი მეუღლე, სინდი კლოუფორდი იყო, რომელსაც მსახიობი 1995 წელს გაშორდა, ხოლო მეორე ქორწინებიდან, ქერი ლოუელისგან, ვაჟი ჰყავს.

მპრეს.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018