ქეთევან ენუქიძე: ,,მოსწავლე მეკითხება, 300 სპარტელი მართლა გეი იყო, ისტორიის მასწავლებელმა გვითხრაო”

ქეთევან ენუქიძე: ,,მოსწავლე მეკითხება, 300 სპარტელი მართლა გეი იყო, ისტორიის მასწავლებელმა გვითხრაო"სკოლის პედაგოგი ქეთევან ენუქიძე ფეისბუქში წერს: ,,ერთი ჩემი საყვარელი კოკროჭინა მოსწავლე მეკითხება: ქეთი მასწ, 300 სპარტელი მართლა გეი იყო? ვინ გითხრა-მეთქი? ისტორიის მასწავლებელმაო.
ის თუ გითხრა, რატომ იყვნენ იქ, ვის ებრძოდნენ, სინამდვილეში რამდენი მეომარი იყო და მერე 300 როგორ დარჩა, ქსერქსეს ზღვაზე გადასვლის ამბავი, ან რატომ წაიყვანა ლეონიდასმა მაინცდამაინც ჭარმაგი ასაკის და გამოცდილი მეომრები-მეთქი?
არაო…
ერთი ამბავი გამახსენდა კიდევ:
ასმათი და ტარიელი გამოქვაბულში რომ ცხოვრობდნენ, ერთმანეთი შეუყვარდათო.
ტარიელისა და ავთანდილის რომანწიკის ამბავი კიდევ სხვა თემაა.
რას დაძვრებიან ამ ისტორიის და ლიტერატურის ნიფხვებში მაინც, ეს არ ვიცი, მაგრამ აშკარად საყვარელი თემაა.
კიდევ: ილიას გლეხები სძულდაო. აკაკიმ ივანე მაჩაბელი მოაკვლევინაო… ყაზბეგი ზოოფილი იყოო… და ა. შ. ბევრის გახსენება შემიძლია.
ძირითადად, სასაცილო ამბების, მაგრამ მე სხვა რეაქცია მაქვს ხოლმე:
თვალები მეკარკლება, ოფლი მასხამს და ყელი მიშრება…”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018