,,პეგასუსის” თვითმფრინავში მამაკაცი გარდაიცვალა – ,,აფრენამ დააგვიანა, სუნთქვა ჭირდა” – ვიდეო

,,პეგასუსის" თვითმფრინავში მამაკაცი გარდაიცვალა - ,,აფრენამ დააგვიანა, სუნთქვა ჭირდა" - ვიდეო13 აპრილს თბილისი-სტამბულის რეისზე, ავიაკომპანია ,,პეგასუსის” თვითმფრინავში, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. თამარ ამირანაშვილი, რომელიც იმ დროს თვითმფრინავში იჯდა, ამ ტრაგედიის  შესახებ ფეისბუქში წერს.

..ჩასხდომა გვიან დაიწყო, დაახლოებით დილის 04:10 წუთზე. შესაბამისად დააგვიანა აფრენამ და საკმაოდ დიდხანს ვისხედით თვითმფრინავში, ვენტილაცია მუშაობდა, თუმცა სუნთქვა ჭირდა.
აფრენის დროც გადაიწია, ნაცვლად 04:30, თვითმფინავი დაიძრა 04:50-ზე.
როგორც კი ოდნავ გავცდით აეროპორტის შენობას, რასაკვირველია, ჯერ ისევ ბორბლებზე ვართ, ვიღაცამ იყვირა, ადამიანი ცუდად გახდაო და რამდენიმე ქალმა ისტერიკულად ერთმანეთის მიყოლებით იკივლა, ექიმი ხომ არ არის ბორტზეო.
არავინ იყო. სტიუარდესები პანიკური სახეებით ფოჩიალობდნენ, ჟანგბადის ბალონის მომართვა სცადეს, მომენტალურად გადაწყდა უკან დაბრუნების საკითხი და თვითმფრინავი საწყისს ლოკაციას დაუბრუნდა.
რამდენიმე წუთში ამოვიდა პატრული, სავარაუდოდ ის, რომელიც აეროპორტში პატრულირებს.
დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ მოვიდა ლოკალური სამედიცინო პერსონალი, ცდილობდა პირველადი დახმარების აღმოჩენას.
პარალელურად, ვიღაც ქალი მოშორებით ყვიროდა ნარკანი უშველის მაგასო, იმეორებდა გაუთავებლად, როგორ არავის აქვს, მომხმარებელი მაინც არავინ არის ბორტზეო.
სასწრაფოს გამოძახებული ეკიპაჟი დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ მოვიდა.

შემდეგ დააფიქსირეს გარდაცვალების ფაქტი და ინციდიდენტიდან მოშორებით, თვითფრინავის უკანა ნაწილში მყოფი ხალხი აბუნტდა, თქვენ მოკალითო.
ინციდენტთან უფრო ახლოს მყოფები, წინა რიგები ამბობდნენ, ადგილზე გათავდა, მოწყდაო, უკან მსხდომები არ უჯერებდნენ, იყო წიოკი, ზოგი პროტესტის ნიშნად ჩავიდა ქვემოთ, არ დაიძრას თვითმფრინავიო, გარდაცვლილის გვერდით მსხდომები ჩაიყვანეს დაკითხვაზე.

პარალელურად ვიღაც კაცი დარბოდა გადარეული, ბავშვი მიკვდება, საოპერაციოდ მიმყავსო. ვერ წნყარდებოდა ხალხი და მერე, კაი, ბავშვის პონტში, ავფრინდეთო.
შემდეგ ვიღაც უცხოელმა ძალიან მშვიდად სთხოვა, დავწყნარდეთო და რა დავწყნარდეთო, ძააან ნოიზი არ ვართ აქ, ქრეიზები ვართო, დიდგორი მოუწყვეს კინაღამ. ერთმანეთს დაერივნენ.
ბოლოს ჩაასვენეს მიცვალებული ბორტიდან და გავფრინდით.

ასე იყო ჩემი თვალით დანახული და გაგონილი ეს ამბავი”, – დაწერა ამირანაშვილმა და თვითმფრინავში გადაღებულ კადრებს ავრცელებს.

Gepostet von Tamar A Mirianashvili am Freitag, 13. April 2018