,,ნამდვილი მამაკაცები ზრუნავენ თავიანთ შვილებზე, სანამ დედას სძინავს იმდენი, რამდენიც საჭიროა, მოლბით, ბიჭებო”

,,ნამდვილი მამაკაცები ზრუნავენ თავიანთ შვილებზე, სანამ დედას სძინავს იმდენი, რამდენიც საჭიროა, მოლბით, ბიჭებო"ამ ფოტოს რომ შეხედავს, ალბათ ნებისმიერი ქალი მიხვდება, რა შვებაა, როცა ღამით რამდენიმე საათი მაინც გაძლევენ დაძინების საშუალებას. 24 საათიან რეჟიმში “ჩართული” ქალების მხრიდან წამოვიდა სწორედ ყველაზე მეტი კომენტარი ამ ფოტოზე.

ახალგაზრდა მამა ავიდ კლიმბერი ნამდვილად არ ელოდა ამხელა რეაქციას, როცა ამ სელფს იღებდა. მოგვიანებით კი, როცა ფოტოს ათასობით გაზიარება, მოწონება და კომენტარი მოჰყვა, განმარტებაც გააკეთა:

-შარშან დავამარცხეთ საკვერცხეების კიბო და ბოლოს და ბოლოს, ვაჟის მშობლები გავხდით. პროფესიონალური რჩევაა: ნამდვილი მამაკაცები ზრუნავენ თავიანთ შვილებზე, სანამ დედას სძინავს იმდენი, რამდენიც საჭიროა. ჩემმა ცოლმა დიდი განსაცდელი გამოიარა. მოლბით, ბიჭებო და იყავით თქვენი ცოლების საოცნებო ქმრები.

მშობლები.ჯი