მაია კუსიანი გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას: ,,დამიბრუნეთ შვილიიი!”

მაია კუსიანი გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას: ,,დამიბრუნეთ შვილიიი!"„ქართული მარშის” წევრი ირაკლი დოლენჯაშვილი და ,,მარშის” 6 წევრი,,რუსთავი 2″-ზე და ჟურნალისტზე თავდასხმის ბრადლებით არიან დაკავებული. სოციალურ ქსელში ირაკლი დოლენჯაშვილის დედის, მაია კუსიანის წერილი ვრცელდება.

„გვარამია-გაბუნიას ნება-ახირებით წამართვეს და უსამართლოდ დამიტუსაღეს ჩემი უსაყვარლესი შვილი! ირაკლი დოლენჯაშვილი და ქართული მარშის ექვსი უდანაშაულო ახალგაზრდა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას, მშვიდობიანად სთხოვდნენ ბოდიშის მოხდას მართლმადიდებელ ქრისტიანთა შეურაცხყოფის გამო, რისთვისაც შვიდივე მათგანს, სრულიად უდანაშაულოებს, ცილისმწამებლური ბრალდებით, უკანონოდ მიუსაჯეს პატიმრობა!

ბრძოლა დაიწყო! თავისუფლება ჩვენს შვილებს!
დამიბრუნეთ შვილიიი! უდანაშაულოა ჩემი ირაკლიიი! სასტიკი უსამართლობაა და უდიდესი ცოდვაა ციხის ჯურღმულებში მრავალწლიანი გამოკეტვა მართლმადიდებლობისა და ეროვნული ღირებულებების დაცვის სანაცვლოდ ჩემი შვილის, ირაკლი დოლენჯაშვილისა და მისი თანამოაზრეებისა, რომლებიც დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდნენ, თორემ არ შეგარჩენთ მე და ჩემი უფალი!” – წერს მაია კუსიანი.