ირაკლი წერეთელმა წამოდგომა შეძლო, ,,დრენაჟი” მოხსნეს

ირაკლი წერეთელმა წამოდგომა შეძლო, ,,დრენაჟი" მოხსნესფეისბუქით ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიტიკოს ირაკლი წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ ახლა თავს უკეთესად გრძნობს. ამის შესახებ ფეისბუქში პოლიტიკოსის და, ნინო წერეთელი წერს:

,,შაქარმა დაუწია. ინსულინის გარეშე დღეს პირველად დრენაჟი მოხსნეს, ჩირქმაც შეწყვიტა დენა, ადგა, გაიარ-გამოიარა.
დაგვპირდა, რომ აღარ ივლის ექიმბაშებში და ივლის ექიმთან. აღარ დაკავდება თვითმკურნალობით და საკუთარ მოსაზრებებზე დამყარებულ მეთოდებით
დაიცავს დიეტას. იმოძრავებს და დაგვიჯერებს. ამით ჩემი მძიმე დღეები სავარაუდოდ დასრულდა”.