ირაკლი აბუსერიძე: ,,რა გაგვაშველეს? დაინახეთ? ჩვენ რაგბიზე ვლაპარაკობდით”

ირაკლი აბუსერიძე: ,,რა გაგვაშველეს? დაინახეთ? ჩვენ რაგბიზე ვლაპარაკობდით"“ქართული ოცნების” დეპუტატები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი და დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის მდგომარეობის განსამუხტად მანდატურის ჩართვა გახდა საჭირო.

მმართველი გუნდის ლიდერები თანაგუნდელებს შორის მომხდარ დაპირისპირებას არ ადასტურებენ.

დაპირისპირებას უარყოფს ინციდენტის მონაწილე ირაკლი აბუსერიძეც.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი კი მომხდარის შესახებ ხუმრობს.

– არავითარი აბუსერიძე. დავით მათიკაშვილს უნდოდა მამუკასთან გადახვევა, მამუკამ უთხრა არაო, – ამბობს ნუკრი ქანთარია.

,,კურიერის” ინფორმაციით, ინციდენტი ცოტა ხნის წინ პარლამენტში მოხდა. ფაქტის ამსახველი კადრების გადაღება “კურიერის” კამერამ შეძლო.

ირაკლი აბუსერიძე ,,კვირასთან” ჩხუბს უარყოფს.

-რა გაგვაშველეს? დაინახეთ? ვინმემ მოგწერათ და გითხრათ? რაღაც საკითხზე ვმსჯელობდით, რაგბიზე ვლაპარაკობდით, – განაცხადა აბუსერიძემ.
როგორც ის აცხადებს, მათ გასაშველებელი არაფერი სჭირდათ.

-რა მნიშვნელობა აქვს, რასთან დაკავშირებით ვმსჯელობდით. რაღაც თემაზე ვსაუბრობდით. რამდენი ხალხი ვართ, ხედავთ? ყველა ერთმანეთში ვსაუბრობდით. რა გაგვაშველეს? დაინახეთ? ვინმემ მოგწერათ და გითხრათ? აბა, რა იცით? გაშველებით ვერ გაგვაშველებდნენ, თუ რაიმე დაიწყებოდა და გასაშველებელი არაფერი გვჭირს. რაღაც საკითხზე ვმსჯელობდით, რაგბიზე ვლაპარაკობდით, – განაცხადა აბუსერიძემ.