ინგა გრიგოლია სამართალდამცავებს: ,,ხელი არ გაექცეს ვინმეს!.. დათო სარალიძის მამა მარტო არ არის!”

ინგა გრიგოლია სამართალდამცავებს: ,,ხელი არ გაექცეს ვინმეს!.. დათო სარალიძის მამა მარტო არ არის!"ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას პირდაპირ ეთერში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და სამართალდამცველებს მიმართა.

როგორც მან განაცხადა, ეს არის საქმე, რომელსაც ზაზა სარალიძესთან ერთად ჟურნალისტებიც ბოლომდე მიჰყვებიან.

-არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ მარტო იქნებით ამ ბრძოლაში, თუ გამოძიების ბოლომდე მიყვანა საბრძოლველი გახდება. არ ვიცი, ჟურნალისტი ამას რამდენად უნდა ეუბნებოდეს სამართალდამცველებს, მაგრამ ხელი არ გაექცეს ვინმეს…

პირდაპირი ეთერიდან მინდა ვუთხრა ყველას, ხელი არ გაექცეს ვინმეს და თუ მართლა იქ რაიმე დაფარულია, არ მოხდეს ისე, რომ გამოძიება ბოლომდე არ მიიყვანონ. იმიტომ, რომ ეს ნამდვილად არის ის თემა, რომელსაც ჟურნალისტები ბოლომდე ჩაჰყვებიან.

ბატონო ზაზა, ჩვენც თქვენთან ერთად უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ გამოძიება სრულ სიმართლეს დადებს. გაძლებას გისურვებთ”, – მიმართა ინგა გრიგოლიამ მოკლულის მამასა და სამართალდამცველებს.
პირველ დეკემბერს თბილისში,  ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ინციდენტის შედეგად დაჭრილი დათო სარალიძე გარდაიცვალა. დათოს მამა გამოძიების ბოლომდე მიყვანას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

ფორტუნა.ჯი