გორის მერის მოადგილეს ტრაქტორი მოპარეს

გორის მერის მოადგილეს ტრაქტორი მოპარესგორის მერის მოადგილის, ეკატერინე სუხიშვილის ოჯახი გაქურდეს.

მათ საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან ტრაქტორი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ნიუპოსტს“ ეკა სუხიშვილმა დაუდასტურა. შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ, კომბინატის დასახლებაში მოხდა.

საქმეზე შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

ნიუპოსტი