ემზარ კვიციანის ყოფილი ცოლი: ,,ჩემს შვილს იესე ჰქვია და არა იესო!”

ემზარ კვიციანის ყოფილი ცოლი: ,,ჩემს შვილს იესე ჰქვია და არა იესო!"პოლიტიკოსმა ირინა სარიშვილმა ფეისბუქის სტატუსში ემზარ კვიციანის შვილი ახსენა.

,,ემზოს რომ ვეკითხები, რად მომაყენე შეურაცხყოფა და შენ შვილს იესო რად დაარქვი-მეთქი, იესოს დამცველები დემესიენ…”, – დაწერა სარიშვილმა.

მის ამ სტატუსს ემზარ კვიციანის ყოფილი ცოლი, თეთნულდი ანსიანი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა:

„მოკლედ, ამ ქალბატონის და ზოგზოგიერთების გასაგონად… ჩემს შვილს იესე ჰქვია და არა იესო, როგორც ბევრი მოიხსენიებთ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, სადაც გიდათ, იქ…

და მეორეც, თუ ვინმეს მიმართ პრეტენზიები გაქვთ ,მგონი უნდა ხვდებოდეთ იმდენს,რომ შვილებს არ უნდა შეეხოთ. ამ სიცრუისთვის შემიძლია ნებისმიერს ვუჩივლო. ასე რომ, დმშვიდდით და ჯობია, სხვა თემა ნახოთ გასართობად”.