ძმის მკვლელი დაკავებულია, მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ძმის მკვლელი დაკავებულია, მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებაოფიციალური ინფრომაციით, კასპში ძმამ ძმა მოკლა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად ერთმა ძმამ მეორეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერპრესნიუსი