დავით ოქიტაშვილი: ,,ბიძინა ივანიშვილის დედის თვალზე ცრემლი არ შრება… შევიკრიბოთ და დავიცვათ მისი ოჯახი”

დავით ოქიტაშვილი: ,,ბიძინა ივანიშვილის დედის თვალზე ცრემლი არ შრება... შევიკრიბოთ და დავიცვათ მისი ოჯახი"საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის დღევანდელ ვიდეო-მიმართვას  გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუალება უნდა შეიცვალოს და ქვეყანა ,,მაფიისგან გათავისუფლდეს”.  დავით ოქიტაშვილი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს მოუწოდებს, შეიკრიბონ და ივანიშვილი და მისი ოჯახი დაიცვან.

-მე გამოვდივარ ინიციატივით და მოვუწოდებ მთელ საქართველოს – შევიკრიბოთ და დავიცვათ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი შემოტევებისგან, რადგან ამ ადამიანმა ჩვენ გადაგვარჩინა, თითოული ოჯახი იხსნა უბედურებისგან, ახალგაზრდების გადაგვარებისგან, სიკვიდილისგან და როგორც ვხედავ, ეს ადამიანი დარჩა მარტო, ამიტომ ხალხმა უნდა დაიცვას ის.

მე არ ვარ „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი, მე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ვარ და მისი ოჯახი ჩვენ უნდა დავიცვათ, რადგან თავის დროზე მან დაგვიცვა ჩვენ. ყველაფერი, რაც დღეს ხდება, თურმე ამ ადამიანის ბრალი ყოფილა, ეს სირცხვილი და უნამუსობაა, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს. მკვლელი და საქართველოს დამღუპველი, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს არის ქვეყნისთვის უბედურება. როგორ ბედავს, რომ მორალის ენით გველაპარაკება?!

ბიძინა ივანიშვილის ისე ეშინიათ, რომ უკვე გამოსულები არიან წყობიდან… წვიმა რომ არ მოდის, თოვლი რომ არ მოვიდა, ამასაც ბიძინა ივანიშვილს დააბრალებენ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, შეიქმნას საინიციატოვო ჯგუფი, შევიკრიბოთ და ამათ დავანახოთ, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, არსად წავსულვართ… მე არ ვამბობ, რომ ეს პარტიული შეკრება უნდა იყოს, ეს უნდა იყო საზოგადოებრივი შეკრება, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მხადამჭერები გამოვიდნენ, ვისი ოჯახებიც ამ ადამიანმა არაერთი უბედურებისგან იხსნა.

თუ რომელიმე სამინისტრო ადეკვატურად არ მუშაობს და თუ ვინმე ის არ მოქმედებს, როგორც საჭიროა, ეს ამ კაცის ბრალი არ არის… კეთილი ინებეთ და მათ მოსთხოვეთ პასუხი!

ესიზმრებათ ბიძინა ივანიშვილი, რადგან იმ რეჟიმს ვერავინ  დაამარცხებდა, თუ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. მისი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც მაინტერესებს, მე ჩემი საქმე მაქვს, მაგრამ როგორ ბედავს მკვლელი, რომელმაც დაღუპა საქართველო, საუბარს?!

გამოვიდეთ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად და დავიცვთ მანქურთების შემოტევებისგან. მას დედა ჰყავს, მტკივნეულია დედისთვის ასეთი უსამართლო განცხადებების მოსმენა, რომელმაც იცის, რომ მისმა შვილმა ამდენი გაუკეთა თავის ქვეყანას… ბიძინა ივანიშვილის დედის “თვალზე ცრემლი არ შრება”, ის ხანშიშესულია, ნერვიულობს შვილზე და ამ არაადამიანებს სურთ, გული გაუხეთქონ… მე არავის მივცემ უფლებას, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ასე უსამართლოდ შეეხოს.

ამ ადამიანს აქვს იმის საშuალება, წამოწოლილიყო და აუტიკვარი თავი არ აეტკიებინა, თუმცა ჩამოვიდა, გვერდით დაგვიდგა…

დიახ, გამოვედი ინიციატივით და მაინტერესებს, ვინ გამოეხმაურება… მე არ ვამბობ, რომ „ქართული ოცნების“ სახელით შევიკრიბოთ, არამედ ბატონ ბიძინა ივანიშვილის მხადასაჭერად და ამ არადამიანებს დავანახოთ, რომ ვიღაცებივით ბუჩქებში კი არ გადავხტით, არამედ აქ ვართ, კვლავ ამ ადამიანის გვერდით ვართ. სხედან წამოჭიმულები და არაფერს ამბობენ მის მხადასაჭერად, სირცხვილია!!!

რასაკვირველია, ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, ბევრი რამ არც მე ამომწონს, არის გაჭირვებაც და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენის შვილები სახლიდან რომ გადიან, იმის აღარ გვეშინია, რომ უკან ცოცხალი აღარ დაბრუნდება.

ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა საქართველო დღეს რუქაზეც არ ყოფილიყო. რომელ კორუფციასა და გაყიდვებზე საუბრობენ, ეს ყველაფერი მათი პოლიტიკა იყო… საქართველო მათ დააქციეს და გააუბედურეს ათასობით ადამიანი. ყველაფერი რუსეთს მიყიდეს, რუსეთს „ნაციონალებზე“ დიდი აგენტები არ ჰყოლია და ვისზე ბედავენ ლაპარაკს?! „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება დიდი არეულობისთვის საქართველოში, ამიტომ გამოფხიზლდით, ხალხო, გამოვიდეთ და დავანახოთ ჩვენი ძალა, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

მარშალპრესი