ბრიჯიტ მაკრონი: ,,მელანიას იმის უფლებაც არ აქვს, ფანჯარა გამოაღოს”

ბრიჯიტ მაკრონი: ,,მელანიას იმის უფლებაც არ აქვს, ფანჯარა გამოაღოს”საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა აშშ-ში ვიზიტისას მელანიასთან ერთად გატარებულ დღეებზე ისაუბრა. ბრიჯიტის თქმით, მისი მასპინძელი ნამდვილად მხიარულია, თუმცა არაფრის გაკეთება შეუძლია.

-მას არაფრის გაკეთების უფლება აქვს, ფანჯარასაც კი ვერ გამოხსნის თეთრ სახლში, არ შეუძლია, გარეთ გავიდეს. მელანია ჩემზე მეტად არის შეზღუდული, მე ყოველდღე გავდივარ გარეთ, პარიზში, – განაცხადა ბრიჯიტმა.

ამასთან, საფრანგეთის პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ მელანია, რომელიც თავისუფლად საუბრობს 5 სხვადასხვა ენაზე, არის კეთილი, მომხიბვლელი, ჭკვიანი და ძალიან გახსნილი და აღიარებს, რომ საჯარო ცხოვრება მისთვის საკმაოდ რთულია.

-მელანია ძალიან ძლიერი პიროვნებაა, თუმცა ძალიან ცდილობს, დამალოს. იცინის ძალიან მარტივად, ყველაფერზე, თუმცა ჩემზე მეტი რამის დაფარვას ცდილობს, – აღნიშნა ბრიჯიტ მაკრონმა.

ამბები.ჯი