,,ბავშვს ფილტვები, თირკმლები გაეთიშა, მუცელი წყლით ჰქონდა სავსე…” – ორი ნინოს სასწაული – ვიდეო

,,ბავშვს ფილტვები, თირკმლები გაეთიშა, მუცელი წყლით ჰქონდა სავსე..." - ორი ნინოს სასწაული - ვიდეოქუთაისის ყოვლადწმინდა სამების წინამძღვარი, დეკანოზი ილია კარკაძე და მისი მრევლის წევრები ორი ნინოს, 4 და 5 წლის ბავშვების სასწაულებრივ განკურნებაზე ყვებიან, რომლებსაც უფალმა ორჯერ აჩუქა სიცოცხლე.

ორივე ბავშვი მძიმედ იყო ავად. ერთს მთელ ორგანიზმში ჰქონდა მეტასტაზები მოდებული. ოპერაციას უკეთებდნენ, მაგრამ ექიმებმა მუცლის ღრუ დახურეს, რადგან ქირურგიულ ჩარევას აზრი არ ჰქონდა. მამას კი უთხრეს, რომ მხოლოდ რამდენიმე დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.

მშობლები და მრევლი ბავშვისთვის ლოცულობნენ. მოხდა სასწაული, პატარა ნინიკო გადარჩა.

მეორე ნინოსაც უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა. გაეთიშა ფილტვები, თირკმლები, მუცელი წყლით ჰქონდა სავსე.

– ჩვენი ერთადერთი იმედი უფალი იყო, რადგან ნინიკოს ფილტვები, თირკმლები გაეთიშა, ბოლო სტადიის კომატოზური მდგომარეობა იყო. მუცელი წყლით იყო სავსე. იმ დღეს ბრონხოსკოპია უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ რეანიმაციიდან დაგვირეკეს, ბავშვს ორივე ფილტვი გაეხსნაო.  თირკმლები აუმუშავდა, კომიდან გამოვიდა. ინვალიდი უნდა დარჩენილიყო, მაგრამ უფალმა ჯანმრთელი დააბრუნა.

სახლში რომ გამოვიყვანეთ, ხატებთან თავს ხრიდა. საავადმყოფოში მოხვედრამდე პირჯვრის გადაწერა არ იცოდა, მაგრამ კომიდან რომ გამოვიდა, პირჯვარს იწერდა.

ხატებთან ამბობდა, სიზმა, მადლობა, სიზმა, დამიფარეო. ვკითხე,  სიზმა ვინ არის-მეთქი. მითხრა, საავადმყოფოში კაცი დამესიზმრა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, შენ კარგად იქნებიო. ხატებთან მივიყვანე და ღვთისმშობელს დაადო ხელი, ეს იყოო. დედიკო, ეს კაცი არ არის, ქალია-მეთქი. ეს კი არის ქლი, მაგრამ ხელში რომ უჭირავს, კაციაო, მითხრა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნინიკო ღვთისმშობელს არ მიუტოვებია, მით უმეტეს, მაცხოვარს.

ორი ნინოს სასწაული

ორი ნინოს სასწაული

Gepostet von ქართული ოჯახი am Samstag, 7. April 2018