,,ბახალას წირავენ, მანდ სულ სხვა რამეა” – რას ამბობს კაბუ ინტერვიუში, რომელიც ,,სარკეში” დღეს გამოქვეყნდა

,,ბახალას წირავენ, მანდ სულ სხვა რამეა" - რას ამბობს კაბუ ინტერვიუში, რომელიც ,,სარკეში" დღეს გამოქვეყნდამსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, 3 წლის წინ საფრანგეთში სამკურნალოდ წავიდა, რომ ნარკოტიკებისთვის თავი დაენებებინა.

წელიწადნახევრის განმავლობაში იმკურნალა და საკუთარ თავზე გაიმარჯვა. დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს.
მიუხედავად იმისა, რომ კახა წლების განმავლობაში მოიხმარდა ნარკოტიკებს, ციხეში არ მჯდარა, როგორც ამბობს დაინდეს.
სულ ცოტა ხნის წინ შსს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ საფრანგეთში კაბუ დააკავეს. რეპერთან ინტერვიუ დღეს „სარკემ“ გამოაქვეყნა.

– კახა, თქვენს კოლეგას, გიორგი გიორგანაშვილს, მძიმე ბრალდება აქვს წაყენებული, რას ფიქრობთ ამ საქმეზე?

– ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. ბახალას ვიცნობ და მისგან წამლის გაყიდვა არასდროს მინახავს. სამართალდამცავების არ მჯერა, არც ერთი ხელისუფლების მჯეროდა, რადგან ჩემს სამშობლოზე არც ერთი ფიქრობს. 3 წელია საფრანგეთში ვარ და საქართველოში ვინ რა გაყიდა, ვინ რა იყიდა, არ ვიცი.

გიორგი ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს, საერთოდ ნარკორეალიზატორების მიმართ კარგად განწყობილი არ ვარ. არ მიყვარს ისინი და პატივს არ ვცემ. ვერაფერს გეუბნებით, რადგან არ ვიცი, რა ხდება. ბევრი მაგალითი ვიცი, რომ ჩაუდიათ და გაუწირიათ. ბახალას წირავენ, რაღაცაშია საქმე, ოღონდ არ ვიცი, რაში. საქმე ისე არ არის, როგორც ყველას ჰგონია, მანდ სულ სხვა რამეა.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში