ალექსანდრე კობაიძეს პროკურატურაში განუცხადეს, რომ გიორგი ჭანტურიას თვალთვალზე მოსამართლის განჩინება არსებობს

ალექსანდრე კობაიძეს პროკურატურაში განუცხადეს, რომ გიორგი ჭანტურიას თვალთვალზე მოსამართლის განჩინება არსებობსგენერალ სოსო ქუთათელაძის საქმის ფუგურანტის გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პროკურატურას საჩივრით მიმართავს, საჩივრის საფუძველი პოლიციის თანამშრომლების მიერ ჭანტურიას მანქანაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების ფაქტია.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები რუსთავის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მოტყუებით, “სხვა საქმეზე“ დაიბარეს. განყოფილებაში ყოფნის დროს გატეხეს ჭანტურიას მანქანა და დაამონტაჟეს მოწყობილობა.
თუმცა კობაიძისავე განცხადებით, პროკურატურაში მათ განუცხადეს, რომ თვალთვალზე მოსამართლის განჩინება არსებობს.
მკვლელობის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია 17 იანვარს დააკავეს, ოფიციალურად მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. მოგვიანებით ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.
გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.

კვირა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018