80 წლის ემიგრანტის, ლენა გაბუნიას მძიმე ცხოვრება ბარიში – ,,3 ბიჭი და 4 შვილიშვილი მყავს, მაგრამ არც ერთი მუშაობს”

80 წლის ემიგრანტის, ლენა გაბუნიას მძიმე ცხოვრება ბარიში - ,,3 ბიჭი და 4 შვილიშვილი მყავს, მაგრამ არც ერთი მუშაობს"სოციალურ ქსელებში 80 წლის ქართველი ემიგრანტის, ლენა გაბუნიას ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მას 3 ბიჭი, 4 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი ჰყავს.  წერენ, რომ ამ ასაკის ქალი ოჯახში, თავისი ახლობლების გვერდით უნდა იყოს, თუმცა, როგორც თავად ქალბატონი ლენა ამბობს, სხვა გამოსავალი არ აქვს.

ლენა გაბუნიამ თავის მძიმე ცხოვრებაზე თამარ ურუშაძის მიერ მომზადებულ ფილმში “ემიგრანტი” ისაუბრა. ის იტალიის ქალაქ ბარიში უკვე წლებია ცხოვრობს.
80 წლის ქალს სამშობლოში დაბრუნებას სურს, მაგრამ ამბობს, რომ მისი ოჯახის არც ერთი წევრი  მუშაობს და მათი ერთადერთი შემოსავალი 80 წლის მოხუცის იტალიიდან გამოგზავნილი თანხაა.

ნელი გაბუნიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკოსები სამშობლოში დაბრუნებას ურჩევენ და შრომას უკრზალავენ, მაგრამ ის საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

-თქვენ გინდოდათ, დღე შეგვედროდით, მაგრამ ვერ მოვახერხე, დალაგება მქონდა.

3 ბიჭი, 4 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი მყავს. არც ერთი მუშაობს, რადგან სამსახური ვერსად იპოვეს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ჩემი ხელფასია, რომელსაც საქართველოში ყოველთვიურად ვაგზავნი.

ჯანმრთელობის პრობლემები მეც მაქვს, გული მაწუხებს და ექიმები მეუბნებიან, არ შეიძლება შენი მუშაობაო, მაგრამ რა სხვა რა გზაა. უნდა გავუძლო… არ შემიძლია მუშაობა, მაგრამ თუ მოვკვდები, მოვკვდები, – ყვება ლენა გაბუნია ფილმში.