7 წლის სირიელი გოგონა: ,,ჰაერის ნაცვლად სისხლის სუნს ვსუნთქავდით”

7 წლის სირიელი გოგონა: ,,ჰაერის ნაცვლად სისხლის სუნს ვსუნთქავდით"8 აპრილს სირიაში, დუმაში ქიმიური თავდასხმის მსხვერპლი, 7 წლის გოგონა, მასა,  იხსენებს:

-მათ მოულოდნელად ჩამოყარეს კასრები, რომლებიც არ აფეთქდა, მხოლოდ ხმა იყო “ფშშშშშშ”. დედაჩემი ეძახდა ბიძას: “ჩემი შვილი, ჩემი შვილი, ჩემი შვილი”, ბიძა მოვიდა და ამიყვანა ხელში, სველ ტანსაცმელში გამახვია. სამედიცინო პუნქტი გვირაბის ბოლოს იყო. სამი ექიმი მოვიდა ჩემთან და ჩემ დასთან. მიწაზე დაგვაწინეს და წყალს გვასხამდნენ. სპრეი შეგვასხურეს და ნემსი გაგვიკეთეს. ჩვენ დასაძინებლად წავედით, ბომბები ცვიოდა და მტვერში ვიყავით გახვეულები. ისევ თავშესაფარში დავბრუნდით და დავინახეთ როგორ მოყავდათ დაშავებულები. ჰაერის ნაცვლად სისხლის სუნს ვსუნთქავდით”.

ბაშარ ასადი და მისი მთავრობა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს, თუმცა დასავლეთს მისი არ სჯერა.

14 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.

იმედინიუსი